წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს ბლული-სა (Bluelly LLC), საიდენტიფიკაციო კოდი: 405751315, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (შემდგომში — „პლატფორმა“), და მის მომხმარებლებს (მასპინძლები, სტუმრები, ექსპირიენსის ორგანიზატორები და მონაწილეები) შორის სავალდებულო სამართლებრივ შეთანხმებას. ეს დოკუმენტი არეგულირებს პლატფორმის ყველა სერვისით სარგებლობას: მოკლევადიანი (დღიური) დაჯავშნა, გრძელვადიანი (ყოველთვიური) გაქირავება, Experiences (აქტივობები) და ჯგუფური მოგზაურობის ფორმირების სერვისი.
პლატფორმაზე რეგისტრაციით ან/და მისით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წელზე ზრდასრული, გაეცანით წინამდებარე პირობებს, გესმით მათი შინაარსი და სრულად ეთანხმებით მათ. თუ არ ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ, არ ისარგებლოთ პლატფორმით.
ნაწილი I. ზოგადი დებულებები
1. განმარტებები და ინტერპრეტაცია
1.1. წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს, თუ კონტექსტი აშკარად სხვა მნიშვნელობას არ ითვალისწინებს, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- „პლატფორმა“ — შპს ბლული (Bluelly LLC), საიდენტიფიკაციო კოდი: 405751315, მისი შვილობილი კომპანიები, უფლებამონაცვლეები, თანამდებობის პირები, დირექტორები, თანამშრომლები, აგენტები და კონტრაქტორები ერთობლივად, ასევე ბლული-ს ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია.
- „მომხმარებელი“ — ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმის რომელიმე სერვისით.
- „მასპინძელი“ — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პლატფორმაზე განათავსებს საცხოვრებელს გაქირავების მიზნით.
- „სტუმარი“ — პლატფორმის მომხმარებელი, რომელიც ჯავშნის საცხოვრებელს ან/და დაკავშირებულ მომსახურებას.
- „საცხოვრებელი“ — ნებისმიერი უძრავი ქონება, საცხოვრებელი ერთეული, ოთახი, სივრცე ან მსგავსი შენობა, რომელიც მასპინძლის მიერ შემოთავაზებულია პლატფორმის მეშვეობით.
- „Experience“ ან „აქტივობა“ — ექსპირიენსის ორგანიზატორის მიერ პლატფორმაზე შემოთავაზებული აქტივობა (ტური, ლაშქრობა, კულინარიული მომსახურება, ექსკურსია, კულტურული ან საგანმანათლებლო ღონისძიება და სხვა), რომელშიც მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ფასიანი ჯავშნით.
- „ექსპირიენსის ორგანიზატორი“ ან „ორგანიზატორი“ — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პლატფორმაზე ქმნის და მართავს Experience-ს.
- „მონაწილე“ — მომხმარებელი, რომელიც ჯავშნის Experience-ში მონაწილეობას.
- „ჯგუფური მოგზაურობის სერვისი“ — პლატფორმის სერვისი, რომელიც AI-ით შეფასებული ფსიქოლოგიური ტესტირების საფუძველზე აერთიანებს მსგავსი ინტერესის მქონე მომხმარებლებს ჯგუფურ მოგზაურობაში.
- ექსკლუზიური ალგორითმი — ჯგუფური მოგზაურობის ფარგლებში მომხმარებელთა შერჩევა, მათი ინტერესების თავსებადობა და ჯგუფების დაკომპლექტება ხორციელდება პლატფორმის ექსკლუზიური ალგორითმის საფუძველზე.
- „AI შეფასება“ — ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით განხორციელებული ფსიქოლოგიური ტესტის ავტომატური ანალიზი ჯგუფის ფორმირების მიზნით.
- „დეპოზიტი“ — თანხა, რომელსაც სტუმარი იხდის ან/და ბლოკავს ქონების შესაძლო დაზიანების ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის უზრუნველსაყოფად. დეპოზიტი არ წარმოადგენს ქირის საფასურს.
- „ერთიანი გადასახდელი თანხა“ — ქირის/მომსახურების საფასურის, სადეპოზიტო თანხის, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების, პლატფორმის საკომისიოს და სხვა შესაბამისი ხარჯების ჯამი, რომელიც მომხმარებელს ერთიანად უჩვენდება გადახდამდე.
- პრეავტორიზაცია (Pre-authorization) — მომხმარებლის საბანკო ბარათზე გარკვეული მოცულობის თანხის დროებითი ბლოკირება/გაყინვა ტრანზაქციის საბოლოო დადასტურებამდე.
- „იდენტიფიკაციის მონაცემები“ — მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით ატვირთული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მისი გამოსახულება, ბიომეტრიული მონაცემები.
- „მოქმედი კანონმდებლობა“ — საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო რეგულაციები, რომლებიც გავრცელდება პლატფორმის გამოყენებაზე, მათ შორის ევროკავშირის ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR), ციფრული სერვისების აქტი (DSA) და ხელოვნური ინტელექტის შესახებ აქტი (AI Act) — იმ ფარგლებში, რომელშიც ისინი ვრცელდება პლატფორმაზე.
1.2. სათაურები მოცემულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და გავლენას არ ახდენენ ინტერპრეტაციაზე.
1.3. ნებისმიერი ტერმინი თანაბრად გამოიყენება მხოლობით და მრავლობით რიცხვში.
2. პლატფორმის სამართლებრივი სტატუსი — შუამავლის როლი
2.1. პლატფორმა მოქმედებს ექსკლუზიურად, როგორც ნეიტრალური ციფრული შუამავალი (ინფორმაციული საზოგადოების სერვისის მიმწოდებელი) ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის (DSA) მე-3 მუხლის და საქართველოს ელექტრონული კომერციის რეგულაციების შესაბამისად. პლატფორმის ფუნქცია შემოიფარგლება ციფრული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს ერთმანეთთან.
2.2. პლატფორმა არ ფლობს, არ აკონტროლებს, არ ამოწმებს, არ მართავს და არ უზრუნველყოფს საცხოვრებელს, Experience-ს ან ჯგუფურ მოგზაურობას. პლატფორმა არ მოქმედებს როგორც ბროკერი, აგენტი, ტურისტული ოპერატორი, გადამზიდველი ან დამზღვევი.
2.3. პლატფორმა არ არის და არ უნდა ჩაითვალოს მხარედ მომხმარებლებს შორის (მასპინძელი–სტუმარი, ორგანიზატორი–მონაწილე, ჯგუფის წევრები ერთმანეთს შორის) დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილედ. პლატფორმა არ იღებს პასუხისმგებლობას მომსახურების შესრულებაზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე ან მიზნისთვის ვარგისიანობაზე.
2.4. გამონაკლისის სახით, თუ მხარეთა შორის წარმოიშობა გაურკვევლობა ან დავა, პლატფორმა შეეცდება მდგომარეობის შესწავლას და გონივრულ რეაგირებას მომხმარებლის უფლებების დასაცავად. ეს არ ცვლის პლატფორმის შუამავლის სტატუსს და არ ქმნის სამართლებრივ ვალდებულებას დავის გადაწყვეტისთვის.
2.5. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი არ უნდა იქნას განმარტებული, როგორც პლატფორმასა და მომხმარებელს შორის პარტნიორობის, ერთობლივი საწარმოს, შრომითი ურთიერთობის, ფიდუციური მოვალეობის, სააგენტოს ან რაიმე სხვა ფორმის ურთიერთობის შექმნა.
2.6. პლატფორმას უფლება აქვს თავისუფლად გადასცეს წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე ნებისმიერი უფლება ან ვალდებულება, მთლიანად ან ნაწილობრივ, ნებისმიერ შვილობილ ან მესამე მხარეს, მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე, იმ პირობით, რომ ეს არ გააუარესებს მომხმარებლის სამართლებრივ მდგომარეობას.
3. რეგისტრაცია, ანგარიში და მონაწილეობის უფლება
3.1. პლატფორმის სერვისებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს ზუსტი, სრული და მიმდინარე ინფორმაცია.
3.2. პლატფორმაზე რეგისტრაციის უფლება აქვს მხოლოდ 18 წელს მიღწეულ პირს. ჯგუფურ მოგზაურობასა და Experience-ში მონაწილეობა ასევე უფლება აქვს მხოლოდ ზრდასრულ პირს, თუ ცალკეული აქტივობის პირობებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მაგ., ოჯახური აქტივობებისთვის ბავშვების მონაწილეობა მშობლის თანხლებით).
3.3. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს თავისი ანგარიშის უსაფრთხოება. ანგარიშის წვდომის მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა აკრძალულია. ანგარიშზე განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისთვის პასუხისმგებელია ანგარიშის მფლობელი.
3.4. პლატფორმას უფლება აქვს მოითხოვოს მომხმარებლის იდენტიფიკაცია (KYC) — პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბიომეტრიული მონაცემები — ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის და უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად. ვერიფიკაცია შესაძლოა განხორციელდეს ავტორიზებული მესამე მხარის (მაგ., Identomat) მეშვეობით.
ნაწილი II. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა
4. პერსონალური მონაცემების დამუშავება
4.1. პლატფორმა მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონისა და, შესაბამის შემთხვევებში, ევროკავშირის ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) მოთხოვნებზე დაყრდნობით. პერსონალური მონაცემების დამუშავების დეტალური წესები განსაზღვრულია პლატფორმის ცალკე „კონფიდენციალურობის პოლიტიკაში“, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.
4.2. პლატფორმა აგროვებს და ამუშავებს მონაცემთა შემდეგ კატეგორიებს:
- საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა;
- საკონტაქტო მონაცემები: ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი;
- ვერიფიკაციის მონაცემები: პირადობის დოკუმენტის ფოტო/ასლი, ბიომეტრიული მონაცემები (სახის გამოსახულება);
- ფინანსური მონაცემები: ანგარიშის ნომერი, გადახდის ისტორია (გადახდის ბარათის სრული მონაცემები პლატფორმაზე არ ინახება);
- ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, მოწყობილობის იდენტიფიკატორი, ბრაუზერი, ოპერაციული სისტემა, ქუქი ფაილები;
- ქცევითი მონაცემები: პლატფორმაზე აქტივობა, ძიების ისტორია, ჯავშნების ისტორია, რეიტინგები, შეფასებები;
- სპეციალური კატეგორიის მონაცემები (მხოლოდ ჯგუფური მოგზაურობის სერვისით სარგებლობისას, მომხმარებლის ცალკე, დადასტურებული თანხმობით): ფსიქოლოგიური ტესტის შედეგები, პიროვნული თვისებები, ცხოვრების სტილის და ჩვევების ასპექტები.
4.3. პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები:
- ხელშეკრულების შესრულება — ჯავშნის დასამუშავებლად და მომსახურების გასაწევად;
- კანონისმიერი ვალდებულება — საგადასახადო, AML/CTF, KYC ვალდებულებები;
- ლეგიტიმური ინტერესი — თაღლითობის პრევენცია, უსაფრთხოება, სერვისის ხარისხის გაუმჯობესება;
- მომხმარებლის დადასტურებული თანხმობა — განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისთვის (ფსიქოლოგიური ტესტი) და მარკეტინგული კომუნიკაციისთვის.
4.4. პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს:
- გადახდის სერვისის პროვაიდერებს — ტრანზაქციის დასამუშავებლად;
- IT და ჰოსტინგის სერვისის პროვაიდერებს — ტექნიკური უზრუნველყოფისთვის;
- ვერიფიკაციის სერვისის პროვაიდერებს (Identomat) — იდენტიფიკაციისთვის;
- მასპინძელს ან ორგანიზატორს — მხოლოდ ჯავშნისთვის აუცილებელი მინიმალური მონაცემები (სახელი, სქესი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი) — ჯავშნის დადასტურების შემდეგ;
- სახელმწიფო ორგანოებს — კანონით მოთხოვნისას;
- ჯგუფური მოგზაურობის შემთხვევაში — სხვა ჯგუფის წევრებს, მხოლოდ მომხმარებლის ცხადი თანხმობით და მინიმალური აუცილებელი მოცულობით.
4.5. მომხმარებლის უფლებები (GDPR-ისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად):
- მონაცემებზე წვდომის უფლება;
- შესწორების უფლება;
- წაშლის („დავიწყების“) უფლება — კანონით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში;
- დამუშავების შეზღუდვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- დამუშავებაზე წინააღმდეგობის გამოცხადების უფლება;
- ავტომატური გადაწყვეტილების მიღების მიმართ წინააღმდეგობის უფლება, მათ შორის AI-ით განხორციელებული შეფასების ხელახალი, ადამიანის მიერ განხილვის მოთხოვნა.
4.6. პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია დამუშავების მიზნისთვის ან კანონისმიერი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ფინანსური და საგადასახადო მონაცემები შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
4.7. პლატფორმა იდენტიფიკაციის მონაცემებთან მიმართებით მოქმედებს როგორც ტექნიკური შუამავალი და არ ახორციელებს დოკუმენტების ავთენტურობის სამართლებრივ შეფასებას, ვერიფიკაცია ხდება ავტომატური ან მესამე მხარის სერვისით.
ნაწილი III. მოკლევადიანი (დღიური) გაქირავება
5. მასპინძლის უფლებები, ვალდებულებები და გარანტიები
5.1. მასპინძელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- მას აქვს სრული იურიდიული უფლებამოსილება დადოს და შეასრულოს წინამდებარე შეთანხმება;
- მას აქვს ყველა საჭირო უფლება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ლიცენზია, ნებართვა და თანხმობა (მათ შორის ქონების მესაკუთრეებისგან, მეიჯარეებისგან, სახლის მესაკუთრეთა ამხანაგობებისგან ან სამთავრობო ორგანოებისგან), რაც აუცილებელია საცხოვრებლის კანონიერად შეთავაზებისთვის;
- საცხოვრებელი, მისი გამოყენება და მასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის სანიტარულ, ხანძარსაწინააღმდეგო, საგადასახადო და სხვა მოთხოვნებს;
- საცხოვრებლის შესახებ ყველა ინფორმაცია, ფოტო და აღწერა არის ზუსტი, მიმდინარე და არ არის შეცდომაში შემყვანი;
- საცხოვრებლის შეთავაზება არ არღვევს მესამე პირის უფლებებს.
5.2. მასპინძელი ვალდებულია:
- უზრუნველყოს საცხოვრებელი, რომელიც არსებითად შეესაბამება განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას;
- მკაცრად დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის საგადასახადო, სანიტარული და უსაფრთხოების მოთხოვნები;
- გამჭვირვალედ გაამჟღავნოს ჯავშნასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, მათ შორის შესაძლო რისკები, ფარული გადასახადები ან წვდომის შეზღუდვები;
- აწარმოოს ქონების მდგომარეობის ფოტო/ვიდეო გადაღება სტუმრის შესვლამდე და გასვლისთანავე;
- ქონების შესაძლო დაზიანების შესახებ პრეტენზია წარადგინოს არაუგვიანეს სტუმრის გასვლიდან (Check-out) 24 საათისა, შესაბამისი ფოტო/ვიდეო მტკიცებულებებით. ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზია არ განიხილება;
- საცხოვრებელი სტუმარს გადასცეს იმავე მდგომარეობით, როგორც ის ნაჩვენებია პლატფორმაზე განთავსებულ ფოტო და ვიდეო მასალაში.
5.3. მასპინძელს მკაცრად ეკრძალება:
- ნებისმიერი თაღლითური, შეცდომაში შემყვანი ან მავნე ქცევა, მათ შორის ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რეიტინგების მანიპულირება ან არაავტორიზებული ტრანზაქცია;
- სტუმრების დისკრიმინაცია მოქმედი კანონმდებლობით დაცული ნებისმიერი მახასიათებლის (რასა, ეთნიკური წარმომავლობა, სქესი, რელიგია, ასაკი, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია და სხვა) საფუძველზე;
- სტუმრისთვის პლატფორმის გვერდის ავლით ანგარიშსწორების შეთავაზება ან საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა ჯავშნის დადასტურებამდე.
5.4. წინა პუნქტში მითითებული წესების დარღვევის შემთხვევაში, პლატფორმა უფლებამოსილია დაუყოვნებლივ დაბლოკოს მასპინძლის ანგარიში. ფინანსური ვალდებულებების სანქცია უნდა იყოს გონივრული და პროპორციული რეალურად მიყენებული ზიანის და დაკარგული მოგების შესაბამისად; ხუთმაგი ოდენობით საკომისიოს მოთხოვნა გამოყენებული იქნება მხოლოდ შემთხვევებში, როდესაც დადასტურდება განზრახ თაღლითური ქცევა და სასამართლოს ან მედიატორის მიერ აღიარდება პროპორციულობა.
5.5. ნებისმიერი ფოტო, ვიდეო ან სხვა ციფრული მასალა, რომელიც დამზადებულია პლატფორმის ან მისი წარმომადგენლის მიერ, წარმოადგენს პლატფორმის ინტელექტუალურ საკუთრებას. მასპინძელს მისი გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ პლატფორმის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
6. სტუმრის უფლებები და ვალდებულებები
6.1. სტუმარი ვალდებულია:
- მკაცრად დაიცვას ყველა სახლის წესი, რომელიც მითითებულია განცხადებაში ან მასპინძლის მიერ გადაცემული;
- დაიცვას ყველა მოქმედი კანონი პლატფორმის გამოყენებისა და საცხოვრებელში ყოფნისას;
- პატივისცემით მოექცეს საცხოვრებელს, მასპინძელს, მეზობლებს და ქონებას;
- დაუყოვნებლივ აცნობოს მასპინძელს და პლატფორმას ნებისმიერი პრობლემის, დაზიანების ან უსაფრთხოების საფრთხის შესახებ;
- საცხოვრებელში შესვლისთანავე (Check-in) დაადასტუროს განთავსების წარმატებით განხორციელება პლატფორმის მეშვეობით ან/და დააფიქსიროს პრეტენზია 24 საათის განმავლობაში.
6.2. სტუმარს ეკრძალება ჩაერთოს თაღლითურ, შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ან უკანონო ქმედებებში.
6.3. სტუმარი პასუხისმგებელია საცხოვრებლისა და მასში არსებული ნივთების მდგომარეობაზე. ქონების დაზიანების შემთხვევაში სტუმარი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
6.4. თუ სტუმარი საცხოვრებელში მოხმარებული კომუნალური მომსახურების გონივრულ ოდენობას აღემატება, ის ვალდებულია მასპინძელს აუნაზღაუროს განსხვავება.
6.5. საცხოვრებელთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოჩენისას, სტუმარი ვალდებულია პირველ რიგში დაუყოვნებლივ მიმართოს მასპინძელს. პლატფორმა საჩივარს განიხილავს, თუ სტუმარი დაამტკიცებს, რომ მასპინძელმა არ მიიღო გონივრული ზომები ხარვეზის გამოსასწორებლად, და აღნიშნულის შესახებ პლატფორმას ეცნობა Check-in-იდან 24 საათის განმავლობაში.
7. ჯავშანი და გადახდები (მოკლევადიანი)
7.1. პლატფორმის მიერ დადასტურებული დაჯავშნა ქმნის სავალდებულო სახელშეკრულებო ურთიერთობას მხოლოდ სტუმარსა და მასპინძელს შორის; პლატფორმა არ არის მისი მხარე.
7.2. პლატფორმაზე მოქმედებს დაჯავშნის ორი მოდელი:
- მყისიერი დაჯავშნა — სტუმარი ჯავშნის საცხოვრებელს დაუყოვნებლივ, მასპინძლის დამატებითი დასტურის გარეშე;
- დაჯავშნა დასტურით — სტუმარი აგზავნის მოთხოვნას, რის შემდეგაც სტუმრის ბარათზე ხდება შესაბამისი თანხის ბლოკირება. მასპინძელი ვალდებულია 5 (ხუთი) საათის განმავლობაში დაადასტუროს ან უარყოს მოთხოვნა. დადასტურების შემთხვევაში დაბლოკილი თანხა ჩამოიჭრება ავტომატურად; უარყოფის ან ვადის გასვლის შემთხვევაში თანხა მომენტალურად განიბლოკება.
7.3. პლატფორმის მომსახურების საკომისიო მოკლევადიანი დაჯავშნისას:
- მასპინძლისთვის — საცხოვრებლის ერთჯერადი ქირის ღირებულების 2.5% (გარდა საშეღავათო უფასო პერიოდით სარგებლობისა);
- სტუმრისთვის — ჯავშნის ჯამური ღირებულების 6.5%, რასაც ემატება საბანკო მომსახურების საკომისიო 2.5%-ის ოდენობით.
7.4. გადახდები მუშავდება პლატფორმის მიერ დანიშნული გადახდის სისტემების ან მესამე მხარის მეშვეობით. პლატფორმას შეუძლია დროებით დააკავოს თანხა რისკების მართვის, კანონისმიერი მოთხოვნების შესრულების ან თანხის დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით.
7.5. პლატფორმაზე მითითებული ფასები შესაძლოა გამოხატული იყოს უცხოურ ვალუტაში, თუმცა გადახდა ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით (ლარით) გადახდის დღეს მოქმედი კომერციული გაცვლითი კურსით.
7.6. ერთიანი გადასახდელი თანხა მომხმარებელს ერთიანად გამოუჩდება გადახდამდე და მოიცავს ქირის საფასურს, დეპოზიტს (თუ მოქმედებს), პლატფორმის საკომისიოს, საბანკო საკომისიოს და კანონისმიერ გადასახადებს. დამატებითი მოულოდნელი გადასახადები გადახდის შემდეგ არ დაერიცხება მომხმარებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც ცალკე არის გათვალისწინებული წინამდებარე შეთანხმებაში (მაგ., კომუნალური მომსახურების გადაჭარბება, ქონების დაზიანება).
7.7. დეპოზიტი:
- დეპოზიტის შეტანა ან ბლოკირება ნებაყოფლობითია მასპინძლის გადაწყვეტილებით;
- დეპოზიტი არ წარმოადგენს ქირის საფასურს და არ არის პლატფორმის შემოსავალი;
- მასპინძლის მოთხოვნით, პლატფორმა შესაძლოა მოახდინოს თანხის ბლოკირება (ავტორიზაცია) სტუმრის ბარათზე. დაბლოკილი თანხის განბლოკვა ხდება ავტომატურად სტუმრის გასვლიდან 24 საათის განმავლობაში, თუ ამ ვადაში მასპინძლის მხრიდან არ ფიქსირდება პრეტენზია;
- ზიანის შესახებ დავის შემთხვევაში, პლატფორმის როლი შემოიფარგლება მასპინძლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (ფოტო/ვიდეო) ვიზუალური შემოწმებით. პლატფორმა არ არის ექსპერტიზის ჩამტარი ორგანო.
- თუ მიყენებული ზიანი აღემატება დეპოზიტის ოდენობას, მხარეები (მასპინძელი და სტუმარი) თანხმდებიან, რომ დარჩენილი ზიანის საკითხს წყვეტენ დამოუკიდებლად — საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით;
- დაუდასტურებელი მოთხოვნის შემთხვევაში დეპოზიტი სრულად უბრუნდება სტუმარს.
7.8. მასპინძლისთვის თანხის გადარიცხვა:
- 4 დღემდე (ჩათვლით) ჯავშნისას: ჯავშნის ღირებულება მასპინძელს გადაერიცხება სრულად, სტუმრის Check-out-დან 24 საათის შემდეგ;
- 4 დღეზე მეტი ვადით ჯავშნისას: გადახდა ხდება ეტაპობრივად. პირველი ტრანში გაიცემა Check-in-დან მე-4 დღეს, დარჩენილი — ჯავშნის პერიოდის პროპორციულად, პლატფორმის მიერ დადგენილი გრაფიკით.
7.9. თუ სტუმარი ბანკის მეშვეობით (chargeback) მოახდენს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, პლატფორმა არ არის ვალდებული აუნაზღაუროს მასპინძელს ეს დანაკარგი. ასეთ შემთხვევაში მასპინძელი დამოუკიდებლად აწარმოებს დავას სტუმრის წინააღმდეგ.
8. ჯავშნის გაუქმება და თანხის დაბრუნება
8.1. გაუქმების პირობებს განსაზღვრავს მასპინძელი, წინასწარ შემოთავაზებული პოლიტიკებიდან:
- დაბრუნებადი (Refundable) — სტუმარს უფლება აქვს გააუქმოს ჯავშანი და დაიბრუნოს თანხა მასპინძლის მიერ განსაზღვრულ ვადებში;
- არაბრუნებადი (Non-refundable) — ჯავშნის დადასტურების შემდეგ ქირის თანხა არ უბრუნდება.
8.2. სტუმარი ჯავშნის განხორციელებით ეთანხმება არჩეულ გაუქმების პოლიტიკას, რომელიც მკაფიოდ აისახება საცხოვრებლის განცხადებაში.
8.3. პლატფორმის მომსახურების საკომისიო არ ექვემდებარება დაბრუნებას ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გაუქმება გამოწვეულია პლატფორმის ტექნიკური ხარვეზით.
8.4. პლატფორმა იტოვებს უფლებას, საგამონაკლისო გარემოებებში (დაუძლეველი ძალა, საფრთხე უსაფრთხოებას, კანონისმიერი მოთხოვნა) მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვალოს გაუქმების წესები სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად.
8.5. სამომხმარებლო უფლებების შესახებ კანონმდებლობით (მათ შორის EU Directive 2011/83/EU სამომხმარებლო უფლებების შესახებ) მითითებული შემთხვევებში მომოხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს ხელშეკრულება და მოითხოვოს თანხის სრული დაბრუნება, თუ მომსახურება არსებითად განსხვავდება შემოთავაზებულისგან.
ნაწილი IV. გრძელვადიანი (ყოველთვიური) გაქირავება
9. გრძელვადიანი გაქირავების სპეციალური პირობები
9.1. პლატფორმა სტუმრებსა და მასპინძლებს სთავაზობს საცხოვრებლის ყოველთვიური (გრძელვადიანი) გაქირავების სერვისს, რომლის ფარგლებში სტუმარი ქირაობს საცხოვრებელს მინიმუმ ერთი კალენდარული თვის ვადით.
9.2. გრძელვადიანი გაქირავება წარმოადგენს მასპინძელსა და სტუმარს შორის დადებულ იჯარის ურთიერთობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. პლატფორმა მოქმედებს მხოლოდ ტექნიკურ შუამავლად: უზრუნველყოფს განცხადების განთავსებას, კომუნიკაციის ტექნიკურ საშუალებას, გადახდის დამუშავებას და ტრანზაქციის უსაფრთხოებას.
9.3. პლატფორმა არ არის იჯარის ხელშეკრულების მხარე და არ იღებს პასუხისმგებლობას საცხოვრებლის გამოყენებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
10. მასპინძლის სტატუსი (გრძელვადიანი)
10.1. გრძელვადიანი გაქირავების ფარგლებში საცხოვრებლის განთავსება შეუძლია მხოლოდ მის კანონიერ მესაკუთრეს ან მის გაქირავებაზე უფლებამოსილ პირს.
10.2. პლატფორმას უფლება აქვს მოითხოვოს მასპინძლისგან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა შესაბამისი მტკიცებულება.
10.3. მასპინძელი სრულად პასუხისმგებელია იმაზე, რომ საცხოვრებლის გაქირავება არ არღვევს მესამე პირის უფლებებს ან მოქმედ კანონმდებლობას.
11. საცხოვრებლის ნახვის პროცედურა
11.1. დაქირავებამდე სტუმარს უფლება აქვს დაათვალიეროს საცხოვრებელი.
11.2. ნახვის პროცესს შეიძლება დაესწროს პლატფორმის წარმომადგენელი ტრანზაქციის გამჭვირვალობის, თაღლითობის პრევენციისა და პლატფორმის გვერდის ავლით გარიგებების თავიდან აცილების მიზნით.
11.3. დაქირავების შემთხვევაში ანგარიშსწორება ხორციელდება პლატფორმის მეშვეობით.
12. გადახდის პირობები (გრძელვადიანი)
12.1. სტუმარი ვალდებულია გადახდა განახორციელოს პლატფორმის მეშვეობით.
12.2. პირველი გადახდა მოიცავს ორი თვის ქირას, რომელშიც გათვალისწინებულია პლატფორმის საკომისიო, ასევე საბანკო საკომისიო.
12.3. გადახდილი თანხის განაწილების წესი:
- პირველი თვის ქირა სრულად ირიცხება მასპინძლის ანგარიშზე სტუმრის ფაქტობრივი Check-in-ის დადასტურების შემდეგ;
- მეორე თვის ქირა გამოიყენება პლატფორმის საკომისიოს დასაფარად, საიდანაც პლატფორმა აკავებს საკომისიოს, ხოლო დარჩენილი თანხა ირიცხება მასპინძლის ანგარიშზე.
12.4. პლატფორმის საკომისიოს ოდენობა (გრძელვადიანი):
- 1 თვიდან 6 თვის ჩათვლით — ერთთვიანი ქირის 25%;
- 6-დან 8 თვის ჩათვლით — ერთთვიანი ქირის 40%;
- 9 თვის ან მეტი ვადით — ერთთვიანი ქირის 50%.
12.5. საკომისიო ერთჯერადად გადაიხდება პირველი გადახდის დროს და არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუ პლატფორმის წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საკომისიოს ოდენობა შესაძლოა შეიცვალოს კონკრეტული განცხადების პირობების მიხედვით, წინასწარი მითითებით.
12.6. შემდგომი თვის ქირის გადახდა ხდება წინასწარ, შესაბამისი თვის დაწყებამდე. პლატფორმა აგზავნის შემახსენებელ SMS-ს ან ელ-შეტყობინებას; შეტყობინება მხოლოდ საინფორმაციოა და არ ათავისუფლებს სტუმარს გადახდის ვალდებულებისგან.
12.7. მასპინძელი იღებს ქირას მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტუმარი ფაქტობრივად შევა საცხოვრებელში (Check-in). პლატფორმას უფლება აქვს დროებით დააკავოს გადახდილი თანხა ტრანზაქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
ნაწილი V. Experiences (აქტივობები)
13. Experiences სერვისის სამართლებრივი ჩარჩო
13.1. Experiences არის პლატფორმის სერვისი, რომელშიც ექსპირიენსის ორგანიზატორი ქმნის და სთავაზობს მონაწილეებს სხვადასხვა აქტივობას რაც მოიცავს და არ შემოიფრგლება: ტურები, ლაშქრობა, კულინარიული გამოცდილებები (კვება, კულინარიული მასტერ-კლასები), ექსკურსიები, კულტურული ან საგანმანათლებლო ღონისძიებები და სხვა.
13.2. პლატფორმის სტატუსი Experiences-ის ფარგლებში — მკაცრად შუამავალი. პლატფორმა არ ფლობს, არ მართავს, არ აწარმოებს, არ ახორციელებს და არ აკონტროლებს Experience-ს. პლატფორმა არ ეწევა ტურისტული ოპერატორის, ექსკურსიამძღოლის, კულინარის, ინსტრუქტორის ან გადამზიდველის საქმიანობას.
13.3. Experience-ის ჯავშნით იქმნება სავალდებულო სამართლებრივი ურთიერთობა მხოლოდ ექსპირიენსის ორგანიზატორსა და მონაწილეს შორის. პლატფორმა არ არის ამ ხელშეკრულების მხარე.
14. ექსპირიენსის ორგანიზატორის ვალდებულებები
14.1. ექსპირიენსის ორგანიზატორი ვალდებულია:
- გააჩნდეს ყველა საჭირო ლიცენზია, ნებართვა, რეგისტრაცია, სერტიფიკატი — საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის სახეობებისთვის (ტურისტული გიდის, კულინარის სანიტარული ნებართვები, საქმიანობის რეგისტრაცია და სხვა, შესაბამისად);
- ფლობდეს მოქმედ პასუხისმგებლობის დაზღვევას (Liability Insurance), განსაკუთრებით ფიზიკურ აქტივობებთან (ლაშქრობა, ექსტრემალური ტურები, წყლის სპორტი) დაკავშირებული Experience-ისთვის. დაზღვევის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი მონაწილისთვის;
- გაამჟღავნოს ყველა საფრთხე და რისკი, რომელიც დაკავშირებულია აქტივობასთან;
- მიაწოდოს ზუსტი, სრული და მიმდინარე ინფორმაცია Experience-ის შესახებ — ხანგრძლივობა, მარშრუტი, წინასწარი მოთხოვნები (ფიზიკური მომზადება, ასაკი, საჭირო აღჭურვილობა და სხვა), რას მოიცავს ფასი, რა არ არის შეტანილი;
- მონაწილეებს უზრუნველყოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებით — გადაუდებელი დახმარების მექანიზმი, შესაბამისი აღჭურვილობა, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო კონსულტაცია;
- შეასრულოს მოქმედი საგადასახადო ვალდებულებები — ორგანიზატორის Experience-დან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს მის შემოსავალს, რომელზეც დაერიცხება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადები.
14.2. ექსპირიენსის ორგანიზატორი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- მას აქვს იურიდიული უფლებამოსილება შეასრულოს ეს შეთანხმება;
- ყველა ფოტო, ვიდეო, აღწერა ზუსტია და არ არის შეცდომაში შემყვანი;
- Experience არ არღვევს მესამე პირის უფლებებს, საავტორო უფლებებს ან საქართველოს კანონმდებლობას.
14.3. ექსპირიენსის ორგანიზატორს ეკრძალება დისკრიმინაცია (იხ. პუნქტი 5.3), პლატფორმის გვერდის ავლით ანგარიშსწორების შეთავაზება (იხ. პუნქტი 18) და თაღლითობის ნებისმიერი ფორმა.
15. მონაწილის უფლებები და ვალდებულებები
15.1. მონაწილე ვალდებულია:
- ჯავშნამდე ყურადღებით გაეცნოს Experience-ის აღწერას, რისკებს და მოთხოვნებს;
- გულწრფელად მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ (განსაკუთრებით ფიზიკურ აქტივობებში), თუ ეს მნიშვნელოვანია მისი ან სხვა მონაწილეების უსაფრთხოებისთვის;
- შეასრულოს ორგანიზატორის გონივრული მითითებები აქტივობის დროს;
- საკუთარი პასუხისმგებლობით შეიძინოს მოგზაურობის ან ჯანმრთელობის დაზღვევა, განსაკუთრებით საერთაშორისო ან რისკიანი აქტივობებისთვის.
15.2. მონაწილე აცნობიერებს, რომ აქტივობაში მონაწილეობა შესაძლოა შეიცავდეს განსაზღვრულ რისკს. პლატფორმა მკაცრად რეკომენდაციას აძლევს მონაწილეებს რისკიანი აქტივობებში მონაწილეობამდე გაიარონ შესაბამისი მომზადება, კონსულტაცია ექიმთან.
16. გადახდები და საკომისიო Experiences-ში
16.1. Experience-ის ღირებულებას ადგენს ექსპირიენსის ორგანიზატორი.
16.2. პლატფორმის საკომისიო Experience-ის ჯავშნებზე გადახდილი თანხის შესაბამისი პროცენტია, რომელიც წინასწარ ცხადდება როგორც ორგანიზატორისთვის, ისე მონაწილისთვის ჯავშნამდე. დეტალური ფასწარმოქმნა მითითებულია პლატფორმის „საფასურის სქემაში“, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.
16.3. გადახდები ხორციელდება პლატფორმის მეშვეობით. პლატფორმას უფლება აქვს დროებით დააკავოს თანხა აქტივობის შესრულებამდე — როგორც უსაფრთხოების ღონისძიება მონაწილისთვის.
16.4. თანხის გადარიცხვა ექსპირიენსის ორგანიზატორზე ხდება აქტივობის შესრულების შემდეგ, პლატფორმის მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
17. Experience-ის გაუქმება და თანხის დაბრუნება
17.1. გაუქმების პოლიტიკა Experience-ისთვის განისაზღვრება ექსპირიენსის ორგანიზატორის მიერ პლატფორმის შემოთავაზებული ვარიანტებიდან. პოლიტიკა მკაფიოდ აისახება Experience-ის გვერდზე და მონაწილე ჯავშნამდე ეთანხმება მას.
17.2. სტანდარტული გაუქმების კატეგორიები:
- სრული თანხის დაბრუნება გარკვეული ვადით აქტივობამდე;
- ნაწილობრივი თანხის დაბრუნება;
- შეზღუდული თანხის დაბრუნება ან მისი არარსებობა.
17.3. ექსპირიენსის ორგანიზატორის მიერ Experience-ის გაუქმების შემთხვევაში, მონაწილეს თანხა სრულად უბრუნდება. პლატფორმა ცდილობს მონაწილეს შესთავაზოს ალტერნატივა, თუ ეს შესაძლებელია.
17.4. დაუძლეველი ძალის ან საფრთხის უსაფრთხოებისთვის (მაგ., ცუდი ამინდი, სტიქია) გამო აქტივობის გაუქმების შემთხვევაში, მონაწილეს თანხა უბრუნდება ან აქტივობა გადაიდება.
17.5. პლატფორმის საკომისიო არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა ტექნიკური ხარვეზის ან ექსპირიენსის ორგანიზატორის მიერ აქტივობის გაუქმების შემთხვევებისა.
18. პასუხისმგებლობა Experience-ში
18.1. პლატფორმა არ აგებს პასუხს Experience-ის ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, შინაარსზე ან მის შესრულებაზე. ექსპირიენსის ორგანიზატორი ერთპიროვნულად პასუხისმგებელია მონაწილის წინაშე Experience-ის შინაარსზე, უსაფრთხოებაზე და მისით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე.
18.2. მონაწილე აცნობიერებს, რომ ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობა შესაძლოა იყოს რისკიანი. პლატფორმა გასცემს მკაცრ რეკომენდაციას მონაწილეებს ფლობდნენ შესაბამის დაზღვევას.
18.3. დავის შემთხვევაში, პლატფორმა შესაძლოა შესთავაზოს მხარეებს ნეიტრალური მედიატორის როლი, თუმცა ეს არ ცვლის პლატფორმის შუამავლის სტატუსს.
ნაწილი VI. ჯგუფური მოგზაურობის სერვისი (ექსკლუზიური ალგორითმისა და AI ფსიქოლოგიური ტესტირებით)
19. სერვისის აღწერა და სამართლებრივი სტატუსი
19.1. პლატფორმა სთავაზობს მომხმარებლებს ჯგუფური მოგზაურობის ფორმირების სერვისს, რომელიც ფსიქოლოგიური ტესტისა და ექსკლუზიური ალგორითმის მიერ მისი შეფასების საფუძველზე აერთიანებს მსგავსი ინტერესისა და ფსიქოლოგიური თავსებადობის მქონე მომხმარებლებს ჯგუფურ მოგზაურობაში.
19.2. სერვისის ეტაპები:
- მომხმარებელი ავსებს ფსიქოლოგიურ ტესტს და პირადი ჩვევების ანკეტას;
- ექსკლუზიური ალგორითმის ანალიზის შედეგად მომხმარებელი ხდება ჯგუფის პოტენციური წევრი ან მას უჩვენდება შემოთავაზებები შესაბამისი ჯგუფებიდან;
- მომხმარებელი ქმნის ან უერთდება ჯგუფს, განსაზღვრავს მონაწილეთა რაოდენობას, შერჩევის კრიტერიუმებს და სხვა დეტალებს;
- ახალი წევრის შემოერთება ხდება მხოლოდ ჯგუფის ყველა არსებული წევრის თანხმობით;
- ჯგუფს შეუძლია ორგანიზება გაუკეთოს ვიდეო- ან აუდიო-კავშირს ერთმანეთთან გასაცნობად;
- ჯგუფი ერთობლივად ირჩევს მოგზაურობის ტურს და ჯავშნის საცხოვრებელს პლატფორმის მეშვეობით.
19.3. პლატფორმის სტატუსი — შუამავალი. პლატფორმა არ ქმნის სოციალურ ჯგუფს, არ აერთიანებს მომხმარებლებს იძულებით, არ ფლობს ჯგუფს, არ ხელმძღვანელობს მოგზაურობას. პლატფორმა მხოლოდ უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას.
20. ექსკლუზიური ალგორითმის AI-ით განხორციელებული შეფასების სამართლებრივი ჩარჩო
20.1. ფსიქოლოგიური ტესტი და მისი ექსკლუზიური ალგორითმის და AI-ით განხორციელებული შეფასება ხორციელდება ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის შესახებ აქტის (AI Act, რეგ. 2024/1689) მოთხოვნებზე დაყრდნობით — იმ ფარგლებში, რომელშიც ის ვრცელდება პლატფორმაზე — ასევე საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით.
20.2. გამჭვირვალობის ვალდებულება. პლატფორმა მომხმარებელს წინასწარ აცნობებს, რომ:
- მის შესახებ შეფასებას აწარმოებს ხელოვნური ინტელექტი, არა ადამიანი;
- რა კატეგორიის მონაცემები გამოიყენება შეფასებისთვის;
- რა შედეგებს იწვევს ეს შეფასება (ჯგუფის შემოთავაზება ან მისგან გამორიცხვა);
- შეფასების მექანიზმის ზოგადი ლოგიკა (გენერალური პრინციპები, ალგორითმის შინაარსის უგულებელყოფის გარეშე).
20.3. ფსიქოლოგიური ტესტი წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის (სენსიტიური) მონაცემების დამუშავებას GDPR-ის მე-9 მუხლისა და საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის ცხადი, ნებაყოფლობითი, ინფორმირებული თანხმობით. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს თანხმობა.
20.4. ადამიანის ჩარევის უფლება (Human-in-the-loop). მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ AI-ის შეფასების შედეგი ხელახლა შეფასდეს ან გადასინჯოს ადამიანის მიერ. ეს არის GDPR-ის 22-ე მუხლისა და AI Act-ის გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლება.
20.5. AI მოდელი არ უნდა იყოს ისეთი ფორმით კალიბრებული, რომ პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს დისკრიმინაცია მომხმარებლის რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა დაცული მახასიათებლის საფუძველზე. პლატფორმა აწარმოებს AI მოდელის რეგულარულ აუდიტს.
20.6. AI-ის შეფასებას არ აქვს სამედიცინო, კლინიკური ან თერაპიული მნიშვნელობა. შეფასება მხოლოდ ჯგუფის ფორმირების ტექნოლოგიური ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და არ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დიაგნოზს. მომხმარებლი, რომელსაც სჭირდება პროფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარება, უნდა მიმართოს კვალიფიციურ სპეციალისტს.
21. ჯგუფის ფორმირება და ფუნქციონირება
21.1. ჯგუფის შემქმნელი (ინიციატორი) განსაზღვრავს ჯგუფის პარამეტრებს: სასურველი წევრების რაოდენობა, ფსიქოლოგიური და დემოგრაფიული კრიტერიუმები (იურიდიული ფარგლებში, დისკრიმინაციული კრიტერიუმების გარეშე), მოგზაურობის სასურველი მიმართულება და ვადა.
21.2. ჯგუფს უფლება აქვს ერთსულოვნად (ერთხმად) დაამტკიცოს ან უარყოს ახალი წევრის შემოერთება. გადაწყვეტილების კრიტერიუმები არ უნდა იყოს დისკრიმინაციული.
21.3. ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ პლატფორმის მეშვეობით ერთმანეთთან კომუნიკაცია — ჩატი, აუდიო/ვიდეო ზარი — გასაცნობად. პლატფორმის გვერდის ავლით საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია მოგზაურობის დაჯავშნამდე აკრძალულია.
21.4. თუ ჯგუფი იღებს ერთობლივ გადაწყვეტილებებს ფინანსურ საკითხებში (საცხოვრებლის გადახდის გადანაწილება, ერთობლივი დანახარჯები), ეს ხდება ჯგუფის წევრების შეთანხმებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში. პლატფორმა არ არის ამ შეთანხმების მხარე.
ჯგუფურ მოგზაურობაში მონაწილეობის მისაღებად, თითოეული მომხმარებლის მიერ სერვისის არჩევისას, პლატფორმა ახორციელებს მომხმარებლის საბანკო ბარათზე შესაბამისი თანხის პრეავტორიზაციას (დროებით ბლოკირებას/გაყინვას). აღნიშნული თანხა რჩება დაბლოკილი და არ გადაირიცხება მასპინძლის/ორგანიზატორის ანგარიშზე მანამ, სანამ ჯგუფის ყველა წევრი (ან განსაზღვრული მინიმალური კვორუმი) წარმატებით არ შეასრულებს ფინანსურ ვალდებულებას და არ მოხდება ჯგუფის საბოლოო ფორმირება. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი ვერ დაკომპლექტდა დადგენილ ვადებში ან რომელიმე წევრმა ვერ შეძლო თანხის ჩარიცხვა (რის გამოც ჯგუფური მოგზაურობა გაუქმდა), ბარათზე დაბლოკილი თანხა ავტომატურად განებლოკება მომხმარებელს პლატფორმის მიერ დადგენილ ვადებში, ყოველგვარი საკომისიოს დაკავების გარეშე.
21.5. ჯგუფის წევრებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შორის უშუალოდ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პლატფორმა არ ერევა ჯგუფის შიდა ურთიერთობებში.
22. პლატფორმის საკომისიო ჯგუფურ მოგზაურობაში
22.1. როდესაც ჯგუფი ჯავშნის საცხოვრებელს პლატფორმის მეშვეობით, პლატფორმა იღებs მონაწილეობის საკომისიოს ჯგუფის თითოეული წევრისგან ცალ-ცალკე, საცხოვრებლის შესაბამისი წილის 7%-ის ოდენობით.
22.2. საკომისიო წინასწარ ცხადდება ჯავშნამდე და მონაწილე მკაფიოდ ხედავს, რა თანხას იხდის. გადახდა ხორციელდება პლატფორმის მეშვეობით ცალკეული წევრიდან, ან ერთიანი გადახდით — ჯგუფის წევრების შეთანხმებით.
23. პასუხისმგებლობა ჯგუფურ მოგზაურობაში
23.1. პლატფორმა არ აგებს პასუხს:
- ჯგუფის წევრების ქცევაზე, ერთმანეთთან ურთიერთობებზე, ერთობლივი მოგზაურობის გამოცდილებაზე;
- AI-ის შეფასების სრულყოფილებაზე ან მის შესაბამისობაზე მომხმარებლის რეალურ პიროვნებასთან — შეფასება ეფუძნება მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მიწოდებულ მონაცემებს;
- ჯგუფის წევრების მიერ ერთმანეთისთვის მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანზე, მათ შორის ფინანსურ, ქონებრივ ან არაქონებრივ ზიანზე;
- ჯგუფის წევრის მიერ მიწოდებული ცრუ ან არასწორი ინფორმაციის შედეგებზე.
23.2. პლატფორმა მკაცრად რეკომენდირებას აძლევს ჯგუფურ მოგზაურობაში ჩართულ მომხმარებლებს უსაფრთხოების მიზნით:
- გადახდილი თანხის უსაფრთხო პლატფორმაზე გადარიცხვა;
- საცხოვრებლის წინასწარი დათვალიერება ან ვერიფიკაცია;
- ერთობლივი ფინანსური საკითხების წერილობითი დაფიქსირება ჯგუფის წევრებს შორის.
ნაწილი VII. ზოგადი დებულებები
24. გადასახადები
24.1. ყველა მომხმარებელი (მასპინძელი, ექსპირიენსის ორგანიზატორი, ჯგუფის ინიციატორი) ექსკლუზიურად პასუხისმგებელია მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის, მოსაკრებლის, საფასურის გაანგარიშებაზე, დაკავებასა და გადახდაზე.
24.2. პლატფორმა არ არის ვალდებული გადაამოწმოს მომხმარებლის სარეგისტრაციო მონაცემები ან მისი საგადასახადო სტატუსი.
24.3. პლატფორმა შესაძლოა, კანონისმიერი ვალდებულების ფარგლებში, ანგარიში წარუდგინოს საქართველოს შემოსავლების სამსახურს ან სხვა შესაბამის ორგანოს მომხმარებლების შემოსავლების შესახებ.
25. პლატფორმის გვერდის ავლით კომუნიკაცია — აკრძალვა
25.1. პლატფორმის ნებისმიერ მომხმარებელს მკაცრად ეკრძალება:
- პლატფორმის ჩატში საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონი, ელ-ფოსტა, სოციალური ქსელის მისამართი) გაცვლა ჯავშნის დადასტურებამდე;
- პლატფორმის გვერდის ავლით ანგარიშსწორების შეთავაზება ან განხორციელება;
- მომხმარებლების ან ჯგუფის წევრების სხვა პლატფორმაზე გადასაყვანი მცდელობა.
25.2. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, პლატფორმა უფლებამოსილია:
- დაბლოკოს შესაბამისი ანგარიში დროებით ან მუდმივად;
- მოითხოვოს მიყენებული ზიანის და დაკარგული საკომისიოს ანაზღაურება, რომელიც გონივრულად პროპორციული უნდა იყოს რეალურ ზიანთან მიმართებით;
- გამოიყენოს სხვა სამართლებრივი ზომები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
25.3. სანქციის გამოყენებამდე პლატფორმა მხარეებს მიაწვდის შესაბამის შეტყობინებას და მისცემს შესაძლებლობას წარმოადგინოს ახსნა-განმარტება.
26. პლატფორმის უფლება შეცვალოს კონტენტი, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ანგარიში
26.1. პლატფორმას უფლება აქვს საკუთარი შეფასებით:
- წაშალოს ან მოახდინოს ცვლილება ნებისმიერი კონტენტისა (განცხადება, ფოტო, აღწერა, შეფასება), რომელიც არღვევს კანონს, წინამდებარე შეთანხმებას ან აზიანებს პლატფორმის რეპუტაციას;
- შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის ანგარიში, თუ მისი ქცევა საფრთხეს უქმნის სხვა მომხმარებლებს, არღვევს კანონს, წინამდებარე შეთანხმებას ან პლატფორმის პოლიტიკას;
- შეცვალოს ან შეზღუდოს განცხადების ხილვადობა.
26.2. სანქცია უნდა იყოს გონივრული და პროპორციული. პლატფორმა ცდილობს მომხმარებელს წინასწარ შეატყობინოს ანგარიშის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, როდესაც დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი.
26.3. შეჩერებული ან შეწყვეტილი ანგარიშის მქონე მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს პლატფორმას გადაწყვეტილების გასაჩივრებით. პლატფორმა გონივრულ ვადაში განიხილავს გასაჩივრებას.
26.4. მომხმარებელს უფლება აქვს ნებაყოფლობით შეწყვიტოს ეს შეთანხმება ანგარიშის სამუდამოდ დახურვით, ყველა გადაუხდელი ვალდებულების შესრულების შემდეგ.
27. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
27.1. პლატფორმის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ციფრული სისტემის გამართული მუშაობით და გადახდის ტექნიკური ტრანზაქციის დამუშავებით.
27.2. პლატფორმა არ აგებს პასუხს:
- მასპინძლის ან ექსპირიენსის ორგანიზატორის მიერ განთავსებული ინფორმაციის (ფოტოები, აღწერა, კოორდინატები) სიზუსტეზე;
- საცხოვრებლის ან Experience-ის ფაქტობრივ მდგომარეობაზე ან ხარისხზე;
- მომხმარებლების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე;
- მომხმარებლების მიერ ერთმანეთისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე (მატერიალურ ან არამატერიალურ);
- AI-ის შეფასების სამედიცინო ან კლინიკურ მნიშვნელობაზე.
27.5. პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი არაპირდაპირ, შემთხვევით, თანმდევ, განსაკუთრებულ ან სადამსჯელო ზიანზე, მათ შორის დაკარგულ მოგებაზე, რეპუტაციის დაზიანებაზე, მონაცემთა დაკარგვაზე.
28. ზიანის ანაზღაურება
28.1. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს პლატფორმის დაცვა და აუნაზღაუროს ნებისმიერი ზიანი, რომელიც წარმოიშობა ან უკავშირდება:
- მის მიერ წინამდებარე შეთანხმების დარღვევას;
- მის მიერ მოქმედი კანონის ან ინდუსტრიის სტანდარტის შეუსრულებლობას;
- მის მიერ მესამე პირის უფლების დარღვევას.
28.2. პლატფორმა ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს ნებისმიერი პრეტენზიის შესახებ და გონივრულად ითანამშრომლოს მასთან.
29. დაუძლეველი ძალა
29.1. პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი ვალდებულებების შესრულების შეფერხებაზე ან შეუსრულებლობაზე, თუ ეს გამოწვეულია მისი კონტროლის მიღმა არსებული მოვლენებით: სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, პანდემიები, მიწისძვრები, წყალდიდობები, ხანძრები, ომები, ტერორიზმი, არეულობები, შრომითი დავები, კანონმდებლობის ცვლილებები, ელექტროენერგიის გათიშვა, ინტერნეტის გათიშვა ან მესამე მხარის სერვისების შეფერხება („დაუძლეველი ძალა“).
29.2. დაუძლეველი ძალის შემთხვევაში, პლატფორმის ვალდებულებები შეჩერდება გავლენის პერიოდით. პლატფორმა გონივრულ ძალისხმევას მიმართავს მომსახურების სწრაფად აღსადგენად.
30. სანქციების, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო კანონმდებლობის დაცვა
30.1. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- ის და მისი მაკონტროლებელი ან კონტროლირებადი პირები არ არიან ეკონომიკური ან ფინანსური სანქციების, სავაჭრო ემბარგოს ან შემზღუდავი ზომების ქვეშ;
- ის არ არის ჩართული ფულის გათეთრებაში, ტერორიზმის დაფინანსებაში ან სხვა უკანონო საქმიანობაში.
30.2. მომხმარებელი თანახმაა დაიცვას ფულის გათეთრების (AML), ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო (CTF), სანქციების და ექსპორტის კონტროლის შესახებ ყველა მოქმედი კანონი.
30.3. პლატფორმა იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის ანგარიში, შეზღუდოს გადახდები ან მიაწოდოს ინფორმაცია კომპეტენტურ ორგანოებს კანონისმიერი ვალდებულების ფარგლებში.
31. ინტელექტუალური საკუთრება
31.1. პლატფორმის ლოგო, დიზაინი, ტექსტი, გრაფიკა, პროგრამული კოდი და AI მოდელი წარმოადგენს პლატფორმის ექსკლუზიურ ინტელექტუალურ საკუთრებას.
31.2. მომხმარებელი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას მის მიერ ატვირთულ შინაარსზე (ფოტო, ვიდეო, ტექსტი). თუმცა, ის ანიჭებს პლატფორმას უფასო, არაექსკლუზიურ, მსოფლიო მასშტაბის, გადაცემად ლიცენზიას ამ შინაარსის გამოყენებაზე პლატფორმის ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მიზნით.
31.3. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ ატვირთული შინაარსი არ არღვევს მესამე პირის საავტორო, სავაჭრო ნიშნის ან სხვა უფლებებს.
31.4. პლატფორმის ან მისი წარმომადგენლის მიერ მომზადებული ფოტო, ვიდეო ან მულტიმედია მასალა წარმოადგენს პლატფორმის საკუთრებას.
32. შეფასებები, რეცენზიები და კონტენტის მოდერაცია
32.1. მომხმარებლის მიერ დატოვებული შეფასება უნდა იყოს ობიექტური და არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ, ცრუ ან ცილისმწამებლურ ლექსიკას.
32.2. პლატფორმას უფლება აქვს წაშალოს ნებისმიერი კონტენტი, რომელიც არღვევს კანონს ან წინამდებარე შეთანხმებას, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
32.3. ციფრული სერვისების აქტის (DSA) მოთხოვნების შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს:
- გაასაჩივროს კონტენტის წაშლა ან ანგარიშის შეჩერება;
- მიიღოს ახსნა-განმარტება ასეთი მოქმედების მიზეზის შესახებ;
- მიმართოს გარე ბრძანების მექანიზმს კანონისმიერი მოთხოვნის ფარგლებში.
33. კომუნიკაცია
33.1. მომხმარებელი თანახმაა, რომ პლატფორმის მიერ ელექტრონული ფორმით მიწოდებული ყველა შეთანხმება, შეტყობინება, ცვლილება, პოლიტიკა და სხვა კომუნიკაცია (ელ-ფოსტა, აპლიკაციის შიდა შეტყობინება, SMS) ჩაითვალოს იურიდიული ან სახელშეკრულებო მოთხოვნის დაკმაყოფილებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ცალკე ფორმას ითხოვს.
33.2. „ვეთანხმები“-ს ველის მონიშვნა წარმოადგენს იურიდიულად ნამდვილ და აღსრულებად ხელმოწერას ხელნაწერი ხელმოწერის ეკვივალენტურს.
33.3. მომხმარებელი ვალდებულია შეინარჩუნოს განახლებული საკონტაქტო ინფორმაცია და გულმოდგინედ მონიტორინგი გაუწიოს მისაღებ კომუნიკაციას.
34. დავის გადაწყვეტა და მოქმედი სამართალი
34.1. წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
34.2. წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა მხარეები ცდილობენ გადაწყვიტონ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
34.3. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში:
- მომხმარებლების უფლება აქვთ მიმართონ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამსახურს ან საქართველოს სხვა შესაბამის ორგანოს;
- მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია მედიაცია ან არბიტრაჟი;
- საბოლოოდ, დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
34.4. ევროკავშირის ფარგლებში მცხოვრებ მომხმარებლებს, კერძოდ მომხმარებლის სტატუსში მყოფ პირებს, შენარჩუნებული აქვთ მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყნის სავალდებულო კანონისმიერი დაცვის ნორმები. ეს მუხლი არ ცვლის სამომხმარებლო უფლებების შესახებ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს.
35. შეთანხმების ცვლილებები
35.1. პლატფორმას უფლება აქვს შეცვალოს წინამდებარე შეთანხმება. არსებითი ცვლილებების შესახებ მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული საშუალებებით სულ ცოტა 30 (ოცდაათი) დღით ადრე.
35.2. პლატფორმის გამოყენების გაგრძელება ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ წარმოადგენს მათზე თანხმობას. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ცვლილებებს, მას უფლება აქვს შეწყვიტოს ანგარიში.
36. დასკვნითი დებულებები
36.1. თუ წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულება ცნობილ იქნება ბათილად ან არააღსრულებადად, ეს გავლენას არ მოახდენს დანარჩენი დებულებების ნამდვილობასა და ძალაში ყოფნაზე.
36.2. პლატფორმის მიერ რომელიმე უფლების გამოყენებაზე უარის თქმა ან მისი დაყოვნება არ ნიშნავს ამ უფლებაზე უარის თქმას.
36.3. წინამდებარე შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე. თარგმანის არსებობის შემთხვევაში, უთანხმოებისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ტექსტს.
36.4. ის დებულებები, რომლებიც თავისი ბუნებით უნდა შენარჩუნდეს შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ (ზიანის ანაზღაურება, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, კონფიდენციალურობა, ინტელექტუალური საკუთრება, დავის გადაწყვეტა), ძალაში დარჩება განუსაზღვრელი ვადით.
36.5. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ელექტრონული თანხმობის გამოხატვის („ვეთანხმები“-ს მონიშვნის) მომენტიდან.
37. საკონტაქტო ინფორმაცია
- შპს ბლული (Bluelly LLC)
- საიდენტიფიკაციო კოდი: 405751315
ნებისმიერი კითხვის, საჩივრის ან მონაცემთა დაცვის მოთხოვნისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით პლატფორმაზე ან მითითებული საკონტაქტო არხებით.